logo_geo
eng_logo
ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ 25 წევრმა დატოვა
- +

12 სექტემბერი. 2016. 16:51



ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" 25 წევრმა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს, მათ პოლიტიკურ ძალას კაჭრეთის ოფისის უფროსი და თანაგუნდელები განუდგნენ.

მათივე ინფორმაციით, ყველა მათგანი „ქართულ ოცნებას" შეუერთდა.



ბურჭულაძის ძალის უკვე ყოფილი თანაგუნდელების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კოალიციური გაერთიანებაა.



ჩვენ დიდი იმედებით გავერთიანდით პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებულ პარტიაში. გვეგონა, რომ ეს პარტია ბევრ სიახლეს მოუტანდა მთლიანად საქართველოს. სამწუხაროდ, თანდათან ეს იმედები გაგვიქრა, რადგან დავინახეთ ბევრი ისეთი სახე, რომელიც თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობს" წარმოადგენდა", - განაცხადა „სახელმწიფო ხალხისთვის" კაჭრეთის ოფისის ყოფილმა უფროსმა ხატია ბურდულაძემ.

 

 

წყარო - „ინტერპრესნიუსი"

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner