logo_geo
eng_logo
ნეთანიაჰუ: ომი გაგრძელდება მანამ, სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება - ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ გავჩერდებით, რეალობას მოწყვეტილია
- +

20 დეკემბერი. 2023. 22:18

"ომი გაგრძელდება მანამ, სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება, "- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

 

"ჩვენ ვაგრძელებთ ომს ბოლომდე. [ომი] გაგრძელდება მანამ, სანამ "ჰამასი" არ განადგურდება. [ომი] გაგრძელდება გამარჯვებამდე, სანამ ყველა მიზანს არ მივაღწევთ: "ჰამასის" განადგურება, ჩვენი მძევლების გათავისუფლება და ღაზის სექტორიდან საფრთხის აღმოფხვრა", - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

"ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ გავჩერდებით, რეალობას მოწყვეტილია. "ჰამასის" ყველა ტერორისტი სიკვდილის წინაშე დგას. მათ მხოლოდ ორი გზა აქვთ: დანებება ან სიკვდილი", - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner