logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილებით გაიცა პოლიტიკური პირობა და შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი
- +

20 დეკემბერი. 2023. 23:43

"ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილებით გაიცა პოლიტიკური პირობა და შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი," - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

„ამ გადაწყვეტილების ისტორიულობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მომავალი თაობა იცხოვრებს ქვეყანაში, რომელიც იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. სულ ახლახან ერთ-ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე გამოქვეყნდა ახალი გეოგრაფიული კონტურებით ევროკავშირის რუკა, სადაც წევრ ქვეყნებთან ერთად ასევე მონიშნულია კანდიდატი ქვეყნები და საქართველომ ამ რუკაზე ევროკავშირის გეოგრაფიული კონტურები შეცვალა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არამხოლოდ საქართველოს ისტორიული მონაპოვარია, არამედ ევროკავშირისთვისაც, რადგან სწორედ ევროკავშირში გაფართოების პოლიტიკას უყურებენ იმისთვის, რომ გაძლიერდეს და თავისი ახალი განვითარების იმპულსი შეიძინოს ევროკავშირმა, რომელშიც საქართველო თავის ღირსეულ წვლილს შეიტანს“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner