logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: ჩვენ ერთი დღე არ ჩაგვიგდია რეფორმებზე მუშაობის თვალსაზრისით
- +

20 დეკემბერი. 2023. 23:47

"ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ერთი მხრივ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, მეორე მხრივ ის ძალისხმევა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასწია, შესაბამისად იქნა აღქმული ჩვენი პარტნიორების მხრიდან და და შედეგმაც არ დააყოვნა," - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, რეფორმებზე მუშაობის თვალსაზრისით ერთი დღეც კი არ ჩაუგდია ხელისუფლება.

 

 

„ეს ისტორიული გადაწყვეტილება [კანდიდატის სტატუსის მიღება] დაფუძნებული იყო ძალიან ბევრ ფაქტორზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თუ არ ჩაატარე რეფორმები, თუ არ ხარ რეფორმებზე ორიენტირებული ქვეყანა, ვერანაირი გეოპოლიტიკური გარემოება, ვერ მოგცემს იმის საშუალებას, რომ ქვეყანამ აჩვენოს დინამიკა ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აქ იყო დამთხვევა. უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გვიწევს დღესაც არსებობა. ჩვენ ერთი დღე არ ჩაგვიგდია რეფორმებზე მუშაობის თვალსაზრისით. გვქონდა ძალიან რთული წელიწად ნახევარი და გვქონდა ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ევროკომისიასთან. ასევე ევროკომისიის მისამართითაც მინდა, განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო. ჩვენ მათთან ძალიან ინტენსიური სამუშაო რეჟიმი გვქონდა. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ერთი მხრივ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, მეორე მხრივ ის ძალისხმევა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასწია, შესაბამისად იქნა აღქმული ჩვენი პარტნიორების მხრიდან და შედეგმაც არ დააყოვნა“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner