"ჩვენს მიერ გაწეული კონკრეტული ძალისხმევა, გადადგმული ნაბიჯები სათანადოდ იქნა შეფასებული ერთის მხრივ კომისიის, მეორეს მხრივ ევროპულის საბჭოს მხრიდან, მათ არანაირი შენიშვნა არ ჰქონდათ საქართველოსთან მიმართებით," - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ევროკავშირის შიგნით სკეპტიკოსები ზოგადად ყოველთვის არიან სხვადასხვა მიზეზის გამო, თუმცა, ერთი რამ შემიძლია ცალსახად ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ მე გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში და მე მაშინაც განვაცხადე, რომ არცერთ ქვეყანას არ ჰქონდა წინააღმდეგობრივი პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ გაწეული კონკრეტული ძალისხმევა, გადადგმული ნაბიჯები სათანადოდ იქნა შეფასებული ერთის მხრივ კომისიის, მეორეს მხრივ ევროპულის საბჭოს მხრიდან, მათ არანაირი შენიშვნა არ ჰქონდათ საქართველოსთან მიმართებით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მინისტრმა ასევე უპასუხა 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე დასმულ კითხვას.
„თავად 9 რეკომენდაცია საჯარო დოკუმენტია, რომელიც გაიცა კომისიის მხრიდან. სამოქმედო გეგმაში არანაირი საიდუმლოება არ არის, ეს არის დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემდგომი ნაბიჯები. ჩვენ ამ დოკუმენტში თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით კონკრეტული თარიღები, ნაბიჯები გვაქვს გაწერილი და შესაბამისად ის პასუხისმგებელი ინსტიტუციები, რომლებმაც ეს რეფორმები უნდა განახორციელონ. ჩვენ კომისიასთან მუშა რეჟიმში ვიმყოფებით და მას შემდეგ, რაც საბოლოდო შევჯერდებით ამ დოკუმენტთან მიმართებით, რა თქმა უნდა ეს დოკუმენტი საჯარო გახდება. აქ დაფარული არაფერია, ჩვენ ჩვენის ხალხის დაკვეთას ვასრულებთ და ამას ვაკეთებთ საკმაოდ ღიად და თანმიმდევრულად“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.