logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში უზრუნველყოფილია გრძელვადიანი მშვიდობა. მშვიდობიანი მოლაპარაკებებით, ნდობაზე და შერიგებაზე დაფუძნებული პოლიტიკით აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას
- +

20 დეკემბერი. 2023. 23:54

"ჩვენს სახელმწიფოს,ხელისუფლებას გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით და გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევით, სამშვიდობო პოლიტიკით, რომელიც ეფუძნება ურთიერთშერიგებას, ნდობის აღდგენას, აუცილებლად მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და ქვეყნის ერთიანობის აღდგენას," - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა

 

 

მისი თქმით, ეს არის რთული, მაგრამ აუცილებელი გზა.

 

 

„ჩვენ მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ იმისთვის, რომ შერიგების პოლიტიკა იყოს შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ ის შედეგები, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, ეს სარგებელი მიიღონ ჩვენმა დებმა და ძმებმა, რომლებიც ოკუპაციის მიღმა ცხოვრობენ. ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას მომავალში აუცილებლად გავაძლიერებთ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში უზრუნველყოფილი იქნა გრძელვადიანი მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და აუცილებლად მშვიდობით, თანმიმდევრული, ღირსეული პოლიტიკით, მშვიდობიანი მოლაპარაკებებით და ნდობაზე და შერიგებაზე დაფუძნებული პოლიტიკით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - განაცხადა მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner