ავტორი ანა ნონიკაშვილი
„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ცესკო-ს გადაწყვეტილებაზე, რომ საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო" 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, „რეპორტიორთან" საუბრობს. ტყემალაძის განცხადებით, პარტიის წევრებმა უკვე მიმართეს საქალაქო სასამართლოს სარჩელით და განხილვა 13 ან 14 სექტემბერს იქნება.
„საქალაქო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი. 13 ან 14 სექტემბერს იქნება განხილვა და გადაწყვეტილებასაც გამოიტანენ.
თუ არ იქნება ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილება გამოტანილი, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ",- განაცხადა ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.