logo_geo
eng_logo
მაკრონი: ტერორიზმთან ბრძოლა არ ნიშნავს ღაზაში ყველაფრის განადგურებას
- +

21 დეკემბერი. 2023. 00:57

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა არ ნიშნავს ღაზაში ყველაფრის განადგურებას. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Le Monde-ი ავრცელებს.

 

 

საფრანგეთის ლიდერმა კვლავ გაიმეორა თავისი მოწოდება ზავის შესახებ, რაც მისი თქმით, გამოიწვევს ცეცხლის შეწყვეტას ჰუმანიტარული მიზნით.

 

 

"ჩვენ ვერ დავუშვებთ აზრს, რომ ტერორიზმთან ეფექტური ბრძოლა ნიშნავს ღაზაში ყველაფრის განადგურებას ან მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩევლად თავდასხმას და მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლს", - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner