აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ აგრძელებს მსოფლიოს ქვეყნების გაერთიანებას უკრაინის მხარდასაჭერად, რათა უზრუნველყოს, რომ რუსული აგრესია სტრატეგიულ მარცხად დარჩეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვმა ვერ მიაღწია უკრაინაში თავის მთავარ მიზანს - წაეშალა იგი მსოფლიო რუკიდან და შეეყვანა რუსეთის შემადგენლობაში.
"რთული წელი იყო ბრძოლის ველზე, მაგრამ უკრაინელებმა გააკეთეს ის, რაც არავის ეგონა, რომ შესაძლებელი იყო", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
"რუსეთი დასუსტდა სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური კუთხით", - დასძინა მან.