„საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობის შემდეგები სახეზეა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რაც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ამ პროცესში საგარეო უწყების როლს და განხორციელებულ საქმიანობას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანიაის, თუ რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ იმ მიმართულებით რაც ასოცირების შეთანხმების შესრულებას უკავშირდება და ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესს. იცით, რომ კოორდინატორი უწყება გახლავთ საგარეო საქმეთა სამინისტრო, მას აქვს სრული ინფორმაცია მთავრობის მუშაობასთან დაკავშირებით და ჩვენ დეტალურად განვიხილავთ იმ ნაბიჯებს, რაც მიმდინარე წელს გადაიდგა ევროკავშირთან დაახლოების კუთხით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
პარლამენტში, ვროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მოუსმენენ.