logo_geo
eng_logo
ილია ღუდუშაური: 2024 წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს სრულად დავაფინანსებთ
- +

21 დეკემბერი. 2023. 11:42

 

 

„ყველა იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024 წლიდან, სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს. ვფიქრობ, ეს ჩვენი პოლიტიკის ერთ- ერთი გამარჯვებაა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

მისი განმარტებით, პროგრამის გაფართოების შესაძლებლობა, იმ რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, აქტიურად ახორციელებს. მათ შორის არის თურქული ბაზრის გახსნა და წამლებზე დაწესებული რეფერენტული ფასები.

 

„რეფერენტული პოლიტიკითა და თურქული ბაზრის გახსნით, საქართველოს მოქალაქეებმა, ჯამში, 300-400 მილიონი ლარი დაზოგეს. წლიურ ჭრილში რომ ვისაუბროთ, გარკვეულ მედიკამენტებზე, ფასები 80%-თაც შემცირდა. თუმცა, როგორც ვვარაუდობდით, საშუალოდ, 40%-ით არის შემცირებული, რაც ვფიქრობ, საკმაოდ დიდი წარმატებაა“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner