logo_geo
eng_logo
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების საკითხებზე ტრენერთა ტრენინგი გაიარეს
- +

21 დეკემბერი. 2023. 12:00

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორები საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების საკითხებზე გადამზადდნენ.

 

ტრენერთა ტრენინგი გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - ფარგლებში განხორციელდა.

 

სწავლების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შეზღუდული შესაძლებლობების ტიპებსა და კლასიფიკაციებს, ინსტრუქტორის როლსა და პასუხისმგებლობებს, შშმ პირების გადარჩენის მეთოდებს, სამაშველო შესაძლებლობებს, გამოწვევებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

 

ტრენინგის დახურვის ღონისძიებაზე, მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თემურ მღებრიშვილმა, გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ავსტრიის რეგიონული ოფისის დირექტორმა - ფრეია ფონ გროტმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო სიტუაციების მართვის, სამოქალაქო დაცვის, სოფლის განვითარების და ინტელექტუალური საკუთრების პროგრამის მენეჯერმა- ქეთევან ხუციშვილმა. თემურ მღებრიშვილმა მონაწილეებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

 

აღნიშნული პროექტი „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ინიციატივის ნაწილია და 2020 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner