logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის დიდ ნაწილს, რომელიც „ნაცმოძრაობას“ შეეკრა, რათა საქართველოში რევოლუციური გადატრიალება მომხდარიყო, ყოველ ჯერზე თავის მართლება მოუწევს
- +

21 დეკემბერი. 2023. 13:11

 

 

“ყოველ ჯერზე თავის მართლება მოუწევთ იმ დიდი შეცდომებიდან გამომდინარე, რაც დაშვებული აქვს ოპოზიციის დიდ ნაწილს, რომელიც „ნაცმოძრაობას“ შეეკრა, რათა საქართველოში რევოლუციური გადატრიალება მომხდარიყო”, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოპოზიცია ვერ ახერხებს მანკიერი წრიდან გამოსვლას, რომელშიც თავად მოიხვედრა თავი.

 

საქმე გვაქვს იმ მანკიერ, შეკრულ წრესთან, რაშიც ოპოზიციამ თავად მოიხვედრა თავი და ახლა ამ მანკიერი წრიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებენ.

 

ვხედავთ, რომ სააკაშვილის განცხადება იქნება, თუ სხვა რადიკალური ოპოზიციის ფლანგის, ყოველ ჯერზე არის ამ დახურული, მანკიერი წრის შიგნით რბოლა და სირბილი, დაწყებული „რუსულის“ ძახილით და დამთავრებული სააკაშვილის ხან დემენციით, ხან ფუტურისტული პოლიტიკური განცხადებებით. ეს არის ის ცირკი და სანახაობა, რაც ოპოზიციამ საკუთარ თავს მოუწყო.

 

რაც შეეხება ვაშაძესა და ხაზარაძეზე გაკეთებულ განცხადებას, „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირება, სულ მცირე, სამი წლის წინ უნდა მომხდარიყო, რაც ოპოზიციის უმრავლესობამ ვერ მოახერხა. მათ ეს თავიანთი მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე არ გააკეთეს. ეგონათ, რომ სააკაშვილის სპეკულირებაზე თავიანთ პოლიტიკურ დივიდენდებს მოიპოვებდნენ. ისინი დღეს თავის დროზე დაშვებული უმძიმესი შეცდომების მძევლები არიან და სააკაშვილი ამას ბოლომდე გამოიყენებს, რომ ისპეკულანტოს. აქედან გამომდინარე, ყოველ ჯერზე თავის მართლება მოუწევთ იმ დიდი შეცდომებიდან გამომდინარე, რაც დაშვებული აქვს ოპოზიციის დიდ ნაწილს, რომელიც „ნაცმოძრაობას“ შეეკრა, რათა საქართველოში რევოლუციური გადატრიალება მომხდარიყო“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner