logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირში დაინახეს საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთიანობა - ევროინტეგრაციის მატარებელი სწრაფად მიდის, საიდანაც ოპოზიციის ვაგონი ჩახსნილია
- +

21 დეკემბერი. 2023. 13:14

 

 

„ევროკავშირში დაინახეს საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთიანობა, პროფესიონალიზმი, ქვეყნის მიმართ სიყვარული და ევროპული ღირებულებები, ჩვენ ეს ყველაფერი გაგვაჩნია“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენი სიმართლე ბოლომდე გავიტანეთ, არც ცალ ფეხზე დავდექით, არც ღირსება და არც სუვერენიტეტი შევიბღალეთ. ჩვენს სახელმწიფოს არც დაცვა დავაკელით და რაც მთავარია, მშვიდობა შევინარჩუნეთ. მშვიდობიანობის დროს კი, კანდიდატის სტატუსის მიღება შევძელით. ანუ, პრაქტიკულად დავადგინეთ, რომ უძველესი, ქართული კულტურული ღირებულებები თავსებადია უძველეს ევროპულ კულტურულ ღირებულებებთან. ჩვენთვის დე იურე კანდიდატის სტატუსის მინიჭება სწორედ აქედან გამომდინარეობს.

 

რაც შეეხება რეკომენდაციებსა და პირობებს, ბუნებრივია, ევროპელებთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს. მათ იციან, საქართველოში ვისთან უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ ერთ წელში მოლაპარაკებები გაიხსნება. ევროინტეგრაციის მატარებელი სწრაფად მიდის, საიდანაც ოპოზიციის ვაგონი ჩახსნილი და გაჩერებულია“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner