„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ქუთაისში, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის გეგმა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა წარმოადგინა, ამბიციური და რეალურია.
„ჩვენ ვერ დავემსგავსებით ოპონენტებს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ვერ დავიწყებთ ისეთი დაპირებების გაცემას, რისი გაკეთებაც შეუძლებელი იქნება. არის მიმართულებები, რისი გაკეთებაც შესაძლოა გართულდეს. ამაზე არ უნდა მოვერიდოთ საუბარს, რადგან ერთმანეთის თვალებში შეხედვის არ უნდა შეგვრცხვეს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რის გაკეთებასაც აუცილებლად მოვახერხებთ. ვიძლევით პირობას. რომ 4 წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, თვისობრივად გახსნილი ინფრასტრუქტურა, თვისობრივად გახსნილი ტურისტული მიმართულებები", - განაცხადა კახა კალაძემ.