logo_geo
eng_logo
გლდანის რაიონს კიდევ ორი სკვერი შეემატა
- +

21 დეკემბერი. 2023. 15:57

 

 

გლდანის რაიონს კიდევ ორი რეკრეაციული სივრცე შეემატა. გლდანულაში,  N2-2ა კორპუსებთან და მუხიანში, მეორე მიკრორაიონის N7–9 კორპუსებთან გლდანის გამგეობამ სკვერების სრული რეაბილიტაცია დაასრულა.

 

გამგეობის მიერ სამუშაოები მუხიანში  4 350 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა და სამუშაოებისთვის 555 091 ლარი დაიხარჯა. ხოლო გლდანულაში 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე სკვერის მოწყობისთვის 381 941 ლარი გამოიყო.

 

სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. გლდანულას სკვერში მოეწყო გარე გამოყენების ტენისის მაგიდა, მუხიანში კი - ფიტნეს სივრცე. 

 

გლდანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე დასრულებულ  სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner