უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა 238 დეპუტატმა.
ჟელეზნიაკის განმარტებით, კანონპროექტი არეგულირებს კანაფის გამოყენებას მხოლოდ სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო საქმიანობაში, ხოლო მისი გავრცელება რეკრეაციული მოხმარებისთვის კვლავ დანაშაულად რჩება.
სამედიცინო კანაფის საფუძველზე დამზადებული პრეპარატების მიღება კი მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი ელექტრონული რეცეპტით იქნება შესაძლებელი. კანონი ამოქმედდება მისი გამოქვეყნებიდან ექვს თვეში.