ჩეხეთის პოლიციაში განაცხადეს, რომ თავდამსხმელი, რომელმაც პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, განეიტრალებულია.
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა. წინასწარი მონაცემებით, არიან დაღუპულები და დაჭრილები, თუმცა მათი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.