logo_geo
eng_logo
საქართველოს საელჩო ჩეხეთში: პრაღის უნივერსიტეტთან საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის
- +

21 დეკემბერი. 2023. 20:31

საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია პრაღის უნივერსიტეტთან მომხდარი ინციდენტის შესახებ.

 

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, საელჩო კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან და ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ არის.

 

 

ბოლო მონაცემებით, პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას, სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათობით დაიჭრა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner