logo_geo
eng_logo
პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
- +

21 დეკემბერი. 2023. 21:42

 


პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჩეხეთის პოლიციაში განაცხადეს.

 

 

ჩეხეთის პოლიციაში ასევე განაცხადეს, რომ ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაშავდა.

 

 

ჩეხეთის პოლიციის ხელმძღვანელის, მარტინ ვონდრაშეკის განცხადებით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ძალადობრივი თავდასხმა, თუმცა აღნიშნა, რომ "არ არსებობს იმის ნიშანი, რომ ამ დანაშაულს რაიმე კავშირი აქვს საერთაშორისო ტერორიზმთან".

 

 

ჩეხეთის პოლიციაში ასევე აღნიშნეს, რომ თავდამსხმელი, რომელიც პოლიციამ გაანეიტრალა, უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner