logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხს - ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენ გვერდითაა
- +

21 დეკემბერი. 2023. 22:22

 

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჩეხეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს.

 

 

სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხს და ჩეხეთის მთავრობას პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების გამო! მთელი მსოფლიო შეძრა ამ საშინელმა ტრაგედიამ. ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენ გვერდითაა!“, - წერია სამძიმრის წერილში.

 

 

შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი. იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner