logo_geo
eng_logo
სუიციდის პრევენციის საკითხზე უწყებათაშორისი მრგვალი მაგიდა გაიმართა
- +

21 დეკემბერი. 2023. 23:04

 

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივით და ევროპის საბჭოს პროექტის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი გიორგაძემ სუიციდის პრევენციის მნიშვნელობასა და საჭიროებებზე ისაუბრეს. იმსჯელეს იმ თანამშრომელთა ფსიქოემოციური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, რომელთაც, სამუშაო პირობების გათვალისწინებით, სტრესულ გარემოში უწევთ საქმიანობა.

 

გამოწვევების ეფექტურად გამკლავების მიზნით ღონისძიების მონაწილეები კოორდინირებულ მუშაობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

სუიციდის პრევენციის საკითხზე მრგვალი მაგიდა პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის; იუსტიციის სამინისტროს; დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (ზრუნვის სააგენტო); თავდაცვის სამინისტროს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები.

 

სუიციდის პრევენციის პროგრამა პენიტენციურ სისტემაში საპილოტე რეჟიმში 2013 წლიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანი სუიციდისკენ მიდრეკილი პირების გამოვლენა, მათთვის დახმარების გაწევა, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პროფესიის მქონე სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფის მიერ თითოეული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ინდივიდუალური ზრუნვის გეგმის შემუშავება და განხორციელებაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner