logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: არ მინდა თავს მოვახვიო სკოლებს სამინისტროს შეხედულება - მე მინდა, სასკოლო საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს, ვინ სურს დირექტორად
- +

21 დეკემბერი. 2023. 23:40

 

დირექტორების კონკურსის ერთი ეტაპი დამთავრდა. არნახული დეზინფორმაციული კამპანია მიიღო ჩვენმა სამინისტრომ ბოლო ხანებში, მათ შორის მასწავლებლების ხელფასზე, სტუდენტების სტიპენდიის გაზრდაზე, - მის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 


ჩვენ მიზანმიმართულად და მე პირადად, კანონის საფუძველზე მონიჭებული უფლება მაქვს, რომ შემიძლია ნებისმიერ სკოლაში, სადაც კონკურსი არ შედგება, დისკრეციით დავნიშნო ადამიანი სკოლაში. არცერთი მსგავსი დისკრეცია არ გამომიყენებია მიზანმიმართულად, ვინაიდან არ მინდა თავს მოვახვიო სკოლებს სამინისტროს შეხედულება - მე მინდა, სასკოლო საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს, ვინ სურს დირექტორად. მე როდესაც მივედი, ეს პროცესი უკვე დაწყებული იყო. პრაქტიკულად ორჯერ ნაკლები იყო კანდიდატების რაოდენობა, ვიდრე სკოლების რაოდენობა. შესაბამისად, სადაც შესაძლებლობა იყო, 2 და 3 კანდიდატურაც წარვადგინეთ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში არ იყოს ამის შესაძლებლობა და 1 კანდიდატურა წარვადგინეთ. ჩვენ 1000-ზე მეტი სკოლა დაგვრჩა, სადაც ან მოვალეობის შემსრულებელია ან გამოსაცხადებელია კონკურსი. ვმუშაობთ უფრო ახალ, დახვეწილ საკონკურსო მექანიზმზე, სადაც ყველას მივცემთ შესაძლებლობას, რომ ობიექტურ, ინკლუზიურ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა“, -აღნიშნა მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner