logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: დაგეგმილი გვაქვს, 2027 წელს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი დავასრულოთ და ამით, საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემები საბოლოოდ გადავჭრათ
- +

21 დეკემბერი. 2023. 23:42

 

გიორგი ამილახვარის თქმით, განათლების სამინისტროს 4-წლიან პერიოდში ათასი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის გეგმა-გრაფიკი ბიუჯეტი გვაქვს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

ახლა, 250 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ორ წელში დასრულდება და 2025 წელს გამოცხადდება უკვე მეორე ფაზა. 2027 წელს ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 800 სკოლის პროექტი დავასრულოთ და ამით, საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემები საბოლოოდ გადავჭრათ.

 

 

სასკოლო ინფრასტრუქტურაში მოიაზრება ბუფეტის ინფრასტრუქტურა, რომელიც ერთ-ერთი გამოწვევაა, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები. შემდეგ წელს ჩვენ დაახლოებით 60-70 სკოლას გავხსნით“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner