logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ
- +

22 დეკემბერი. 2023. 00:47

 

"ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

 

 

მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პრაღაში სროლით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

 

 

დღეს პრაღაში სროლით გამოწვეულმა ტრაგედიამ შეგვძრა. მთელი გულით თანავუგრძნობ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას, ჩეხ ხალხს და იმ ოჯახებს, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხო.

 

 

დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე დროს ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 

ბოლო მონაცემებით, პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას, სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათობით დაიჭრა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner