logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული იდეა აბსურდის შემცველია - მან თავის მიერ დაფუძნებულ პარტიაში ერთიანობა ვერ შეინარჩუნა
- +

22 დეკემბერი. 2023. 11:25

 

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმიანება.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული იდეა აბსურდის შემცველია და მხოლოდ ერთ მიზანს ეფუძნება. გააჟღეროს რაღაც იდეები და საზოგადოებაში წარმოაჩინოს, რომ კვლავაც აქტუალურია, მისი პიროვნება კი საინტერესო. ეს იმ დროს, როცა სააკაშვილმა თავის მიერ დაფუძნებულ პარტიაში ერთიანობა ვერ შეინარჩუნა.

 

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, რომ შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner