logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: სააკაშვილს ოდნავ მაინც აზრი რომ მოეკითხებოდეს სუპერ-პაკის შექმნაზე კი არა, პოლიტიკიდან გასვლაზე უნდა ფიქრობდეს
- +

22 დეკემბერი. 2023. 11:33

 

 

სააკაშვილს ოდნავ მაინც აზრი რომ მოეკითხებოდეს სუპერ-პაკის შექმნაზე კი არა, პოლიტიკიდან გასვლაზე უნდა ფიქრობდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

 

მანვე აღნიშნა, რომ სუპერ-პაკში მონაწილეობა პოლიტიკური პარტიებისთვის ფაქტობრივად, პოლიტიკური დასამარება იქნება.

 

სააკაშვილს ოდნავ მაინც აზრი რომ მოეკითხებოდეს სუპერ-პაკის შექმნაზე კი არა, პოლიტიკიდან გასვლაზე უნდა ფიქრობდეს. ეჭვი მეპარება, რომ მისი ეს იდეა, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან იყოს მოწონებული, რადგან ეს ამ პოლიტიკური პარტიებისთვის ფაქტობრივად, პოლიტიკური დასამარება იქნება“, - აღნიშნა წილოსანმა.

 

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, რომ შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner