logo_geo
eng_logo
ლიკა სიგუა: წმინდან ადამიანს ასეთი სიტყვებით არ უნდა მიმართო
- +

11 მარტი. 2016. 23:00


რას ფიქრობს საზოგადოება მწერალ ზაზა ბურჭულაძის განცხადებაზე, რომელიც მან პატრიარქთან დაკავშირებით გააკეთა, ამ საკითხზე „რეპორტიორმა" ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა. გთავაზობთ სტუდენტ ლიკა სიგუას მოსაზრებას:


„ზაზა ბურჭულაძეს პატრიარქზე ასე საუბრის უფლება ნამდვილად არ ჰქონდა. ილია მეორე არის მნიშვენლოვანი ფიგურა ქვეყნისთვის და თითოეული ადამიანისთვის. ასე რომ, მიუღებელია ბურჭულაძის განცხადება. წმინდან ადამიანს ასეთი სიტყვებით არ უნდა მიმართო", - განაცხადა სიგუამ.

 

„ქართველების გამკვირვებია, რომ ქალაქში სტიქიის დროს ზოოპარკიდან გამოსული მძიმე ცხოველები დავაძინეთ და დავხოცეთ, მაშინ როცა მთავარი მტაცებელი არის თავისუფალი. ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა მოვათავსოთ პატრიარქი ვოლიერში, როგორც დიდი მტაცებელი. ამაზე დიდი მტაცებელი მე არ ვიცი", - განაცხადა მწერალმა ზაზა ბურჭულაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner