ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრი სოსო შატბერაშვილი „პრაიმტაიმს" სკანდალურ დოკუმენტებს აწვდის. ეს არის დოკუმენტები, რომელთაც, სოსო შატბერაშვილის თქმით, შალვა ნათელაშვილმა ჟირინოვსკის, კობზონსა და პუტინს უგზავნიდა.
„ის ყოველთვის აცხადებდა, რომ არის პრორუსული პარტია, მაგრამ ამას ასე ფუთავდა, რომ ის მხარს უჭერდა საქართველოს მიუმხრობელ პოლიტიკას, ისევე როგორც ბრაზილია, ინდოეთი და ა.შ. ამით ის ამბობდა, რომ საქართველო არ უნდა გაერთიანდეს NATO-ში. 2011 წლიდან ის უცებ გახდა პროამერიკელი, დაიწყო შტატებში სიარული. დღესაც აგრძელებს ის კონგრესში შეხვედრებს. ამ დროს კი ზურგს უკან სწერს წერილებს ჟირინოვსკის, მას პატრიოტულ ძალას უწოდებს და სთავაზობს გაერთიანებას, სწერს პუტინს, მთავარ ოპოზიციურ ძალად აცნობს თავს და სთხოვს შეხვედრას, რათა ერთად იბრძოლონ ამერიკული ჰეგემონიის წინააღმდეგ, სწერს კობზონს და მეგობრობის გაღრმავებას ევედრება..." - განუცხადა სოსო შატბერაშვილმა ექსკლუზიურად „პრაიმტაიმს".