კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მალიკ მურზალინს შეხვდა.
შეხვედრაზე შეაჯამეს კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი ასტანაში და ისაუბრეს დასახული გეგმების განხორციელებაზე. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ორი ქვეყნის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ.