“სააკაშვილი ადასტურებს, რომ ხაზარაძე და გახარია ერთიან სამყაროში არიან, რადიკალურ ფრონტში”, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ახლა დაიწყება მცდელობა, რომ სააკაშვილს გაემიჯნონ.
„მიხეილ სააკაშვილმა ბურთი გადაუგდო გახარიასა და ხაზარაძეს – ბიჭებო, რომ გჭირდებოდით, მაშინ ხომ კარგი ვიყავი და ახლა ჩემგან რომ გინდათ გასვლა, ასე არ გამოგივათო. მისი განცხადებით, ხაზარაძესა და გახარიას თავზე ხელი გადაუსვა და თქვა, კარგი ბიჭები არიანო. სააკაშვილი ადასტურებს, რომ ისინი ერთიან სამყაროში არიან – რადიკალურ ფრონტში. ახლა დაიწყება მცდელობა, რომ სააკაშვილს გაემიჯნონ და კეთროვანი გახადონ „ნაცმოძრაობა“. როგორი კეთროვანიცაა თავად სააკაშვილი, ამას აჩვენებს გახარიასა და ხაზარაძესაც. პრაქტიკულად მიანიშნა, რომ ისინი მისი შვილობილები არიან – უცხოური ძალების დაუძინებელი მეგობრები, მაგრამ ამ შემთხვევაში, გახარია და ხაზარაძე სააკაშვილის შვილობილები არიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.