logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: 2024 წლიდან აუცილებლად გაგრძელდება პროვოკაციები, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია
- +

22 დეკემბერი. 2023. 13:57

 

 

„2024 წლიდან აუცილებლად გაგრძელდება პროვოკაციები, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია“, – ამის შესახებ „ხალხის ძალი“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ხალხის ძალა“ გააგრძელებს ამის მხილებას.

 

ჩვენ იმ ფუნქციის შესრულებას გავაგრძელებთ, რა ფუნქციამაც საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. „ხალხის ძალის“ სწორი პოლიტიკით, რასაც ობიექტურად ხელისუფლება ვერ გააკეთებდა, იქამდე მიგვიყვანა, რომ ქვეყანაში მშვიდობაც შევინარჩუნეთ და ამავდროულად, კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ. ამით დავადასტურეთ, რომ ჩვენი სიმართლე, რასაც ვამბობდით, გამარჯვებულია. საქართველოდან და უცხოეთიდან საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ომი იყო გამოცხადებული, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. ჩვენ ფარად გამოვედით და ვთქვით, რომ ნებისმიერ ამ დეზინფორმაციას გადავთარგმნიდით, ხალხს სწორად მივაწვდიდით და ვეტყოდით, ვინ არის ამ დეზინფორმაციის ავტორი. ამან მოიტანა კანდიდატის სტატუსი და გამარჯვება. 2024 წლიდან აუცილებლად გაგრძელდება პროვოკაციები, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია. რა თქმა უნდა, ჩვენც გავაგრძელებთ მხილებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner