logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: საქართველოში პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს პარლამენტი და არა - ხალხი
- +

12 სექტემბერი. 2016. 17:18



პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური იზიარებს ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, რომ საქართველოში პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით არ უნდა ხდებოდეს.


ძიძიგურის განცხადებით, ამ მიმართულებით კონსტიტუციაში ცლილებები განსახორციელებელია.


 

არსებობდა კოალიციაში შეთანხმება, შესაბამისი საკონსტუტიციო ცვლილებების განხორციელების შესახებ, თუმცა იმის გამო, რომ საპარლამენტო უმრავლესობას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ეს ვერ მოხერხდა.

ამ წლების განმავლობაში არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ იმ ფუნქციის მქონე პრეზიდენტს, რა ფუნქციაც მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, ჩვენს პრეზიდენტს აქვს, პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს პარლამენტი და არა ხალხი. პირდაპირი არჩევა საჭიროა ისეთი საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში, როდესაც პრეზიდენტის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელია. როდესაც პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი არ არის და მას მაინც საყოველთაო არჩევნების გზით ირჩევ, ეს სწორი არ არის. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ასე არჩევა არ ხდება - ყველგან, სადაც პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მისი არჩევა წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ ხდება", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner