logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: არჩევნებსაც და ქუჩასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი - ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხი მხარს არ გიჭერს, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ
- +

22 დეკემბერი. 2023. 15:38

 

 

დღეს ყველა ხვდება, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებს მძიმედ წააგებს. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ ისინი კიდევ ეცდებიან იგივე სცენარის განვითარებას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განავითარეს, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური - მათ სხვა გზა და არჩევანი არ აქვთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ ან არჩევნებით ან ქუჩით დაიბრუნონ ძალაუფლება. არჩევნებსაც და ქუჩასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი - ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხი მხარს არ გიჭერს, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ. ამიტომ მცდელობა იქნება, მაგრამ ეს მცდელობა არის ფიასკოსთვის განწირული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მოძრაობა „ხალხის ძალამ“ 21 დეკემბერს წერილი გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის თემით მანიპულირება, უკვე დაწყებულია. მოძრაობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციას კონკრეტული გეგმა აქვს, რაც არჩევნების პერიოდში არეულობას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner