logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა ვითარება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით, რაც აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა ობიექტურ ინდექსში
- +

22 დეკემბერი. 2023. 16:09

 

 

“2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა ვითარება ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით და საბოლო ჯამში ეს აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ყველა ობიექტურ ინდექსში”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა ვითარება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში.

 

პრემიერმა როდესაც წარადგინა წლიური ანგარიში, საუბარი გვქონდა სხვადასხვა ინდექსებზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური საკითხები, კორუფციასთან ბრძოლა და ასე შემდეგ. ყველგან ჩვენი ქვეყანა არის მოწინავე რეგიონში და არა მარტო რეგიონში. ხშირ შემთხვევაში, ვუსწრებთ ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებს. ეს არის რეალური სურათი, რაც მოიტანა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ. ფუნდამენტურად შეიცვალა ვითარება ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით და საბოლო ჯამში ეს აისახება ყველა იმ ობიექტურ ინდექსში, რომელიც ქვეყნდება მაღალი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner