“სალომე ზურაბიშვილმა ისეთი რაღაცები აკეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ მისგან არავის არაფერი გაუკვირდება”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კითხვა ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალებას შეეხებოდა.
„ის რადიკალური ოპოზიციის - კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთი შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, მან შეიძლება ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას. თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება კიდევ ერთი, მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ის მიჰყვება კოლექტიური ნაცმოძრაობის დღის წესრიგს“, - აღნიშნა კობახიძემ.