logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე სააკაშვილის ინიციატივაზე: არსებობდა „ნათელაშვილის ფანჩატური“, რომელიც მაშინდელი ოპოზიციის სუპერ-პაკი იყო, თუ ამ ფანჩატურს აღადგენენ, ეს იქნება მათი ახალი სუპერ-პაკი
- +

22 დეკემბერი. 2023. 16:12

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ერთიანობის კომიტეტის შექმნას ითვალისწინებს.

 

გახსოვთ, არსებობდა „ნათელაშვილის ფანჩატური“, რომელიც იყო მაშინდელი ოპოზიციის სუპერ პაკი. თუ ამ ფანჩატურის აღდგენა მოხდება, ეს იქნება მათი ახალი სუპერ-პაკი, ამ თემასთან დაკავშირებით მეტი რა უნდა ვთქვა, არ ვიცი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არასერიოზულია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

 

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, რომ შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner