„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ერთიანობის კომიტეტის შექმნას ითვალისწინებს.
„გახსოვთ, არსებობდა „ნათელაშვილის ფანჩატური“, რომელიც იყო მაშინდელი ოპოზიციის სუპერ პაკი. თუ ამ ფანჩატურის აღდგენა მოხდება, ეს იქნება მათი ახალი სუპერ-პაკი, ამ თემასთან დაკავშირებით მეტი რა უნდა ვთქვა, არ ვიცი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არასერიოზულია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, რომ შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკი.