logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირში უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ
- +

22 დეკემბერი. 2023. 16:13

 

 

“არ იქნება 2024-ში, იქნება 2025-ში. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024-ში უკვე უნდა იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება”, - მის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით.

 

ჩვენ შარშანაც გვეკუთვნოდა არათუ კანდიდატის სტატუსი, არამედ მოლაპარაკების გახსნა. იმედი გვაქვს რომ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ როგორი ტურბულენტური პოლიტიკური პროცესებიც არ უნდა გავიაროთ, საბოლოო ჯამში ვახერხებთ მიზნის მიღწევას, ეს გამოჩნდა ძალიან კარგად კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში. იყო ურთულესი პროცესები, რომლებიც მივიყვანეთ წარმატებამდე. იგივე დაპირება შეგვიძლია გავცეთ საზოგადოების მიმართ მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში. თქვენ გახსოვთ, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ უფრო გვიან ვიღებდით კონკრეტული პროცესების დაწყებას ევროკავშირისგან, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. უფრო გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე, DCFTA-ზე, უფრო გვიან დაიწყო ვიზალიბერალიზაციის თაობაზე, მაგრამ სამივე შემთხვევაში უკრაინას და მოლდოვას დავასწარით, რადგან ერთია პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ხედავს რომ საქართველო ბერვად უსწრებს წინ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას “, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner