გამოქვეყნდა „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023“, რომელიც მსოფლიოს 165 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ადამიანის თავისუფლების ხარისხს სწავლობს ათეულობით სხვადასხვა ინდიკატორსა და კვლევაზე დაყრდნობით.
რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 42-ე ადგილს იკავებს მონტენეგროსთან ერთად თანაბარი ქულით, ამასთან უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა დანარჩენ ქვეყანას. გამოცემის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ რეიტინგმა მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო და ქვეყანა უკვე 27 ადგილით არის დაწინაურებული.
ინდექსს და მსოფლიო რეიტინგს ფაიზერის ინსტიტუტი და კატონის ინსტიტუტი ერთობლივად აწარმოებენ.