logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე „ადამიანის თავისუფლების ინდექსზე“: იმის მორიგი დასტური, თუ რა უფსკრულში იმყოფებიან „ნაცებთან“ დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს დამახინჯებული შეფასებებისას
- +

22 დეკემბერი. 2023. 17:16

 

 

„იმის მორიგი დასტური, თუ რა უფსკრულში იმყოფებიან „ნაცებთან“ დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს დამახინჯებული შეფასებებისას“, -ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023“-ს, რომლის მიხედვითაც, „ადამიანის თავისუფლების ხარისხით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 7 სახელმწიფოს, ასევე ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას“.

 

„იმის მორიგი დასტური, თუ რა უფსკრულში იმყოფებიან „ნაცებთან“ დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს დამახინჯებული შეფასებებისას. შედეგიც სახეზეა - „ნაცენჯეო“ სალანძღავ სიტყვად იქცა ხალხში.

 

გამოქვეყნდა „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023“, რომელიც მსოფლიოს 165 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ადამიანის თავისუფლების ხარისხს სწავლობს ათეულობით სხვადასხვა ინდიკატორზე და კვლევაზე დაყრდნობით.

 

რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 42-ე ადგილს იკავებს მონტენეგროსთან ერთად თანაბარი ქულით, ამასთან უსწრებს ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა დანარჩენ ქვეყანას. გამოცემის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ რეიტინგმა მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო და ქვეყანა უკვე 27 ადგილით არის დაწინაურებული.

 

ინდექსს და მსოფლიო რეიტინგს ფაიზერის ინსტიტუტი და კატონის ინსტიტუტი ერთობლივად აწარმოებენ“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner