„ფაქტია, რომ ოპოზიცია მთლიანად განადგურებულია“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალები წინასაარჩევნოდ კვლავ შეეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას.
„ოპოზიციურ ფლანგზე ვერვის ვერ ვხედავთ. მათი ერთადერთი შანსი, რომ გადარჩენილიყვნენ და 2024 წლის არჩევნებისთვის რაღაც ხმები მოეგროვებინათ, იყო ის, რომ საქართველოს სტატუსი არ მიეღო. მათ ეს ყველაფერი წყალში ჩაუვარდათ. მათ აჯობა ხელისუფლებამ, „ხალხის ძალამ“, საზოგადოებამ, ჭკვიანურმა, გონივრულმა პოლიტიკამ და ჩვენ დამსახურებულად მივიღეთ სტატუსი. აქედან გამომდინარე, მათ ალბათ იანვრიდან აქვთ გათვლები ახალ პოლიტიკურ თამაშებზე. ვიცით წინასწარ, რა თამაშსაც დაიწყებენ და, რა თქმა უნდა, არც ჩვენ გვძინავს. ფხიზლად ვართ და როგორც დღემდე, ეს ორი წელი, რადიკალურ ოპოზიციას გასაქანი არ მივეცით, რომ თავიანთი მცდარი, ტყუილზე, დეზინფორმაციაზე აგებული პოლიტიკა ეწარმოებინათ და ქართველი ხალხი მოეტყუებინათ, ასევე, არ მივცემთ გასაქანს არც ერთი წამით, არც ერთი დღით და მათ არც ერთ დეზინფორმაციას არ ვაპატიებთ. ქართველ ხალხს მხოლოდ სიმართლეს მივაწვდით“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.