გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
რეზოლუციას მხარი გაეროს უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა. აშშ-მა და რუსეთმა თავი შეიკავეს.
რეზოლუცია მხარეებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები, რათა შექმნან პირობები საბრძოლო მოქმედებების მდგრადი შეწყვეტისთვის.