logo_geo
eng_logo
გაეროში ისრაელის ელჩი უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე: რეალობას მოწყვეტილია
- +

23 დეკემბერი. 2023. 00:05

გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია და განაცხადა, რომ დახმარებაზე ფოკუსირება არასაჭიროა და მოწყვეტილია რეალობას.

 

 

"ისრაელი უკვე უზრუნველყოფს დახმარების მიწოდებას საჭირო მასშტაბით", - აღნიშნა ელჩმა.

 

 

მისი თქმით, გაერომ უნდა გაამახვილოს ყურადღება მძევლებთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე.

 

 

გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.

 

 

რეზოლუციას მხარი გაეროს უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა. აშშ-მა და რუსეთმა თავი შეიკავეს.

 

 

რეზოლუცია მხარეებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები, რათა შექმნან პირობები საბრძოლო მოქმედებების მდგრადი შეწყვეტისთვის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner