logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: უკრაინა ახლა უფრო ახლოს არის ნატოსთან და ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე იყო - პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა
- +

23 დეკემბერი. 2023. 00:55

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი ვეღარ შეძლებს უკრაინაში სამხედრო მიზნების მიღწევას.

 

 

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით განხორციელებული შეჭრის მიზანი იყო უკრაინის ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლის შეჩერება, თუმცა უკრაინა ახლა უფრო ახლოს არის ნატოსთან და ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე იყო.

 

 

"პრეზიდენტმა პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

სტოლტენბერგმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი უზარმაზარ ფასს იხდის მის მიერ წარმოებული ომისთვის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner