ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდების მთავრობა უკრაინისათვის F-16-ის ტიპის 18 გამანადგურებლის მიწოდებას ამზადებს.
"F-16-ის მიწოდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია", - აღნიშნა მარკ რუტემ, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა.
მარკ რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ადასტურებს ნიდერლანდების განუწყვეტელ ვალდებულებას, უზრუნველყოს უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება რუსეთის მიმდინარე აგრესიაზე საპასუხოდ.