logo_geo
eng_logo
ნიდერლანდების მთავრობა უკრაინისათვის F-16-ის ტიპის 18 გამანადგურებლის მიწოდებას ამზადებს
- +

23 დეკემბერი. 2023. 01:16

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდების მთავრობა უკრაინისათვის F-16-ის ტიპის 18 გამანადგურებლის მიწოდებას ამზადებს.

 

 

"F-16-ის მიწოდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია", - აღნიშნა მარკ რუტემ, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა.

 

 

მარკ რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ადასტურებს ნიდერლანდების განუწყვეტელ ვალდებულებას, უზრუნველყოს უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება რუსეთის მიმდინარე აგრესიაზე საპასუხოდ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner