logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, უფლებები და სადაც სიტყვა „ოკუპაციაა“ სათქმელი, იქ კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ ეს ტერმინი იქნას გამოყენებული
- +

23 დეკემბერი. 2023. 10:30

 

 

ევროკავშირის არც ერთ დოკუმენტში, არც ერთ ოფიციალურ განცხადებაში, არც ერთი მაღალი თანამდებობის პირის ბრიფინგზე საქართველოსთან მიმართებით სიტყვაოკუპაციაარ იხსენიება“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ცდილობს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებში საქართველოსთან მიმართებით სიტყვა „ოკუპაცია“ დააბრუნოს.

 

„2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სიტყვაოკუპაციააკრძალულია. მას შემდეგ, რაცქართული ოცნებამოვედით ხელისუფლებაში, მუდმივად მოვითხოვთ, რომ სიტყვა ოკუპაცია იყოს ნახსენები. ორი თვის წინ იყო პირველად, როცა ბატონმა ბორელმა თქვა სიტყვაოკუპაცია“, როდესაც სასაზღვრო ხაზთან იყო მისული და ამაზეც ბევრი შეიშმუშნა. ამას წინ უძღოდა ის, რომ ნიკა სამხარაძემ, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, კატეგორიულად დასვა საკითხი - რატომ არ ახსენებთ სიტყვაოკუპაციასო“. ბორელთან შეხვედრიდან რომ გამოვიდა, პარლამენტარები ხვდებოდნენ გარეთ, როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წევრები და ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატი ქალები ეცნენ, რას "ეკაჩავები" ამხელა თანამდებობის პირს, როგორ უბედავ ასე ლაპარაკსო. ეს არის მონური ფსიქოლოგია. ასე ვერც ევროკავშირში შეხვალ და ვერც ვერაფერს მიაღწევ. სწორედ ჩვენი სუვერენიტეტი, უფლებები უნდა დავიცავთ და სადაც სიტყვაოკუპაციაასათქმელი, იქ კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ, რომ ეს სიტყვა ითქვას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner