logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: პარლამენტის ბოიკოტის შემდეგ ნათელაშვილის ქონებრივი აღზევება დაიწყო
- +

12 სექტემბერი. 2016. 17:41



ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა წევრმა სოსო შატბერაშვილმა „პრაიმტაიმთან"  2008 წლის არჩევნებში „ლეიბორისტების" მიერ გამოცხადებულ ბოიკოტზე ისაუბრა და განაცხადა,რომ მას შემდეგ რაც „ლეიბორისტებმა" პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს, ნათელაშვილის ქონება საგრძნობლად გაიზარდა.



„2008 წელს, როცა „ლეიბორისტებმა" პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს, ამ პერიოდში ნათელაშვილი ცხოვრობდა წერეთელზე, ნაქირავებ ბინაში, დადიოდა ძველი „ვოლგით", რომელსაც ხან საბურავი დაეშვებოდა, ხან სალონში შედიოდა გამონაბოლქვი, სოფელ ბაზალეთში კი ჰქონდა მისი ძალიან პატიოსანი მშობლების აშენებული პატარა ქოხი ბელეტაჟზე, ორი ოთახით... უცებ 2008 წლის შემდეგ იწყება მისი წარმოუდგენელი ქონებრივი აღზევება - ყიდულობს ოთხოთახიან ბინას სპორტის სასახლესთან, რომლის რემონტში იხარჯება წარმოუდგენელი თანხები.

 

ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა, გვიყვება, - მარტო უნიტაზი ხუთჯერ შეგვაცვლევინა ქალბატონმა ბელა ალანიამო... ყიდულობს რამდენიმე მანქანას - „მერსედესის" ჯიპს, „ტოიოტა პრადოს" და „S" კლასის, ლიმუზინის მსგავს „მერსედესს", აკეთებს ესკორტს და ბაზალეთში იწყება ოთხსართულიანი სასახლის მშენებლობა თავისი ასტროფიზიკის ობსერვატორიით მეხუთე სართულზე. აქ რემონტს უკეთებდა ერთ-ერთი ლეიბორისტი, რომელიც მოგვიყვა, რომ უძვირფასესი მარმარილოთი და გრანიტით ხდებოდა იატაკის, კიბეების, საცურაო აუზებისა და ბუხრების მოპირკეთება. შეუკვეთა ლიფტი, რომლის ფასიც არის 45 ათასი ევრო. გაოგნებულები დავრჩით".


როგორც შატბერაშვილმა „პრაიმტაიმთან" აღნიშნა,  ამ თანხების შესახებ ნათელაშვილს ჰკითხა, რაზეც საპასუხოდ მან უპასუხა, რომ რემონტს ბათუმში მცხოვრები ერთ-ერთი ბიზნესმენი უკეთებდა.


„რა თქმა უნდა, მისი უკვე აღარ გვჯეროდა. მან გვითხრა, რომ ბათუმში მცხოვრები ერთ-ერთი ბიზნესმენი უკეთებდა ამ რემონტს. შემდეგ გაირკვა, რომ ავსტრიაშიც უყიდია სახლი, ამაზე ამბობდა, რომ გულზე გამოკვლევების დროს რომ ჩადიოდა, იქაური ქართველები უგროვებდნენ ფულს (შალვა ნათელაშვილის დეკლარაციებში ბელა ალანიას სახელზე ავსტრიულ ბანკში, ვენაში 2010 წელს 98 ათასი, 2011 წელს 117 500, მოგვიანებით კი, 2012-ში 118 ათასი ევრო ირიცხება ანაბარზე), - აცხადებს სოსო შატბერაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner