logo_geo
eng_logo
დღეს ჩეხეთში ეროვნული გლოვის დღეა
- +

23 დეკემბერი. 2023. 10:33

 

 

პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში დატრიალებული ტრაგედიის გამო დღეს ჩეხეთში ეროვნული გლოვის დღეა. BBC-ის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო და ადმინისტრაციულ შენობებზე დროშებია დაშვებული.

 

ბოლო ინფორმაციით, პრაღის უნივერსიტეტში მომხდარ სროლას 14 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 25 დაშავდა. პოლიცია ამ დრომდე მუშაობს დანაშაულის მოტივის დასადგენად.

 

თავდამსხმელი კარლის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. 24 წლის დავიდ კოზაკი დედაქალაქიდან 20 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰოსტოუნში ცხოვრობდა. მან თავდასხმამდე Telegram-ში დაწერა, რომ ადამიანების დახოცვას აპირებდა. სროლის შემდეგ მან თავი მოიკლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner